in

ქართული სტარტაპი Preshfood  World Summit Award 2023-ის რჩეულ მონაწილეთა შორისაა

მსოფლიოს 60 ქვეყნიდან შერჩეულ 136 კომპანიას შორის Preshfood ერთადერთი ქართული სტარტაპია, რომელიც World Summit Award 2023-ის რჩეულ მონაწილეთა შორის მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ Preshfood-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს, კაფეებსა და რესტორნებში დღის ბოლოს დარჩენილი გემრიელი, ჯანსაღი საკვები მოხმარებელმა შეღავათიან ფასში შეიძინოს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ  სტარტაპი, რომელიც სულ რაღაც გასული წლის პირველ კვარტალში შეიქმნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის გამარჯვებული გახლავთ, რის შედეგადაც სტარტაპმა 150,000₾ გრანტი მოიპოვა.

What do you think?