ხანგრძლივი ტესტირებების შედეგად, cnick-ი VISA-ს საგადახდო სისტემის წევრი გახდა, რაც, აღნიშნული ბრენდის მომხმარებლებს, VISA ბარათის ბეჭედთან დაკავშირების საშუალებას მისცემს.
შეგახსენებთ, რომ ქართული სტარტაპი Cnick-ი 2020 წლიდანაა დაკავებული ე.წ ჭკვიანი ბეჭდების წარმოებით, რომლის დახმარებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ კომპანიის წარმოებული ბეჭდით აწარმოონ უკონტაქტო გადახდები ევროპისა და ახლა უკვე აზიის მასშტაბით.