ქართულმა სტარტაპმა Cnick-მ, რომელიც ჭკვიანი ბეჭდების წარმოებითაა დაკავებული, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხველს ტექნიკის მწარმოებელ საწარმოს Foxconn-ის შვილობილ ბრენდთან CircuTech-თან საპარტნიო ხელშეკრულება გააფორმა.
აღნიშნული პარტნიორობა Cnick-ს დაეხმარება აითვისოს ის აზიის მნიშვნელოვანი ბაზრები, სადაც მანამდე მათ წვდომა არ ჰქონდათ. შედეგად, CircuTech დისტრიბუციას გაუწევს Cncik-ის პროდუქტებს ისეთივე ქვეყნებში როგორებიცაა: ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ა.შ
შეგახსენებთ, რომ ქართული სტარტაპი Cnick-ი 2020 წლიდანაა დაკავებული ე.წ ჭკვიანი ბეჭდების წარმოებით, რომლის დახმარებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ კომპანიის წარმოებული ბეჭდით აწარმოონ უკონტაქტო გადახდები ევროპისა და ახლა უკვე აზიის მასშტაბით.