ImagenAI – ისრაელში დაფუძნებულმა პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის განკუთვნილმა ფოტო რედაქტირების პლატფორმამ, $30 მლნ დოლარის დაფინანსება მიიღო.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები M&A-ში მუდმივი ინვესტიციების მხარდასაჭერად, SaaS პროდუქტის გაფართოებასა და მისი ზრდის შემდგომი დაჩქარებისთვის.
Yoav Chai, Yotam Gil და Ron Oren-ის ხელმძღვანელობით, Imagen გთავაზობთ AI-ზე მომუშავე სერვისებს, რომლებიც მოდერნიზებენ პოსტწარმოების სამუშაო პროცესს, რაც საშუალებას აძლევს პროფესიონალ ფოტოგრაფებს დაგეგმონ და ფოკუსირება მოახდინონ თავიანთი სამუშაოს შემოქმედებით ასპექტებზე.
Imagen-ის AI ტექნოლოგია ქმნის ინდივიდუალურ პროფილს ფოტოგრაფის წინა ნამუშევრებზე და უნიკალურ შემოქმედებით სტილზე დაყრდნობით. რაც უფრო მეტი ფოტო აიტვირთება, უფრო მრავალფეროვანი სცენებითა და განათების პირობებით, AI-ს შეუძლი აღბეჭდოს თითოეული რედაქტირების სტილი და ზუსტად განსაზღვროს ათობით რედაქტირების პარამეტრი. პროფილი დროთა განმავლობაში ვითარდება და სწავლობს მომხმარებელთან ერთად, რაც იძლევა სიზუსტეს და თანმიმდევრულობას თითოეული ფოტოგრაფის სტილის გამოყენებისას Imagen-ში ატვირთულ ახალ ფოტოებზე.