პარიზში დაფუძნებულმა ფოტო რედაქტირების პლატფორმა PhotoRoom-მა, Series A დაფინანსების რაუნდში $19 მილიონი დოლარის მოზიდვა შეძლო.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები არსებული პროგრამული უზრუნველყოფის შემდგომი განვითარებისთვის, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების გასაუმჯობესებლად და ახალი თანამშრმოლების დაქირავებისთვის ევროპის მასშტაბით.
2019 წელს დაარსებული PhotoRoom არის რედაქტირების აპლიკაცია მომხმარებლებისთვის, მეწარმეებისთვის და ბიზნესებისთვის მთელ მსოფლიოში. კომპანიის მოწინავე AI დახმარებით მომხმარებლებს საშუალება ეძლევა დაარედაქტირონ სურათები წამებში. მათ შეუძლიათ ფონის წაშლა, შეცვლა ან გაბლარვა. პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება შესაძლებელია არასასურველი ობიექტების წასაშლელად Magic Retouch ინსტრუმენტის საშუალებით.
გაშვების დღიდან აპი ჩამოტვირთულია 40 მილიონზე მეტი მოხმარებლის მიერ მთელ მსოფლიოში. ის ამჟამად ხელმისაწვდომია 28 ენაზე.