in

ფოტო და ვიდეო რედაქტირების აპლიკაციების შემქმნელმა ბრენდმა lightricks-მა, Series D რაუნდში $130 მლნ დოლარის დაფინანსება შეაგროვა

Lightricks – ნიუ-იორკსა და იერუსალიმში დაფუძნებულმა ფოტო და ვიდეო რედაქტირების აპლიკაციების შემქმნელმა ბრენდმა, Series D რაუნდში $130 მლნ დოლარის დაფინანსება შეაგროვა.

რაუნდს ხელმძღვანელობდნენ ნიუ-იორკში დაფუძნებული გლობალური კერძო სარისკო კაპიტალის ბრენდები Insight Partners და Hanaco Venture Capital, არსებული ინვესტორების მონაწილეობით Goldman Sachs Asset Management, Clal Tech, Harel Insurance and Finance და Greycroft.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები სტრატეგიული შერწყმისა და შესყიდვების დასაწყებად და ახალი პლატფორმებისა და ინსტრუმენტების შესაქმნელად, რომლებიც სპეციალურად არის მიმართული პროფესიონალი შემქმნელებისთვის.

ზეევ ფარბმანის, თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, Lightricks ამჟამად უზრუნველყოფს რედაქტირების ინსტრუმენტებს სოციალური მედიისთვის, როგორიცაა Facetune2, Facetune Video და Filtertune, ზოგადი ფოტო და ვიდეო რედაქტირების ხელსაწყოები, როგორიცაა Videoleap, Motionleap, Photoleap, Artleap, Lightleap და Beatleap.

What do you think?