Hello Divorce
in

ფინტექ სტარტაპმა – Hello Divorce-მ, Seed Founding დაფინანსების პრორგამაში $3,25 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო

კლიფორნიაში დაფუძნებულმა ფინტექ პლატფორმა Hello Divorce-მა, Seed Founding დაფინანსების პროგრამაში $3,25 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ნაციონალურ გაფართოებაზე და განავითაროს თავისი მოდულური პლატფორმა მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის.

საოჯახო სამართლის ადვოკატის ერინ ლევინის მიერ დაარსებული, Hello Divorce უზრუნველყოფს პლატფორმას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაასრულონ განქორწინების პროცესი ონლაინ გარემოში. პლატფორმა უზრუნველყოფს თვითმომსახურების ინსტრუმენტებს, ვრცელ იურიდიულ და ფინანსურ რესურსებს და ფინანსური მრჩევლების, შუამავლებისა და იურისტების ინტეგრირებული ექსპერტის დახმარებით.

2018 წელს დაარსების დღიდან კომპანიის შემოსავალი გაიზარდა 100 პროცენტით წელიწადში, რეკორდული ზრდით 2022 წლის მესამე კვარტალში. განქორწინების სრული ტექნიკური პლატფორმა პირდაპირ ხელმისაწვდომია კალიფორნიაში, კოლორადოში, ნიუ-იორკში, ტეხასსა და იუტაში.

What do you think?