Claimer – ლონდონში დაფუძნებული ფინტექ სტარტაპია, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს მოითხოვონ ფინანსური წახალისება მთავრობისგან. აღნიშნულმა სტარტაპმა Seed Funding პროგრამაში $4,2 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ოპერაციების გაფართოებისა და ბიზნესის არეალის გასაფართოებლად.
აღმასრულებელი დირექტორის ადამ მაკკანის და CTO ენდრიუ აღსტერის მიერ დაარსებული Claimer კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს მოითხოვონ ფინანსური წახალისება მთავრობისგან. სახელმწიფო დაფინანსების ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურის შექმნით, Claimer-ს შეუძლია გააადვილოს ინოვაციური სტიმულის მოთხოვნის გამოცდილება და მისცეს მომხმარებელს მეტი დრო, ფოკუსირება და ფული საკუთარი ბიზნესის ასაშენებლად. კომპანიებს, რომლებიც იყენებენ პლატფორმას, შეუძლიათ რამდენიმე წუთში წამოიწყონ ზუსტი პრეტენზია R&D პროექტებისთვის, სარგებელით 30 ათასი ფუნტიდან 2 მილიონ ფუნტამდე.