in

ფინტექ კომპანია Raisin-მა, Series E რაუნდში €60 მლნ ევროს დაფინანსება მოაგროვა

Raisin – გერმანიაში დაფუძნებულმა ფინტექ კომპანიამ, Series E რაუნდში €60 მლნ ევროს დაფინანსება მოაგროვა, რომელსაც M&G’s Catalyst და Goldman Sachs ხელმძღვანელობდა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ზრდის დაჩქარებისა და ოპერაციების გაფართოებისთვის.

Raisin არის გლობალური საინვესტიციო კომპანია, რომელიც ფლობს B2C ბაზრებს ევროპაში Raisin, WeltSparen და ZINSPILOT და აშშ-ში SaveBetter ბრენდის ქვეშ. გერმანიაში კომპანია გთავაზობთ ETF-ზე დაფუძნებულ საინვესტიციო და საპენსიო პროდუქტებს, ასევე კერძო კაპიტალის და კრიპტო ინვესტიციებს, შემნახველი პროდუქტების გარდა. Raisin თანამშრომლობს 400-ზე მეტ ბანკთან და ფინანსური მომსახურების პროვაიდერთან 30-ზე მეტი ქვეყნიდან.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote