Karmen – პარიზში დაფუძნებულმა ფინტექ კომპანიამ, Fasanara Capital-ისგან სესხის სახით $50 მლნ დოლარის დაფინანსება მიიღო.
Gabriel Thierry, Baptiste Wiel და Sébastien Lubineau-ს მიერ შექმნილი, Karmen უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის მყისიერ დაფინანსების პროდუქტს. თავისი plug and play ციფრული პლატფორმის საშუალებით, ფინტექი საშუალებას აძლევს კომპანიებს უსაფრთხოდ გაუზიარონ მონაცემები ბილინგის, აღრიცხვისა და საბანკო ინსტრუმენტების ნაკრებიდან რამდენიმე წუთში, რათა შეაფასონ საკრედიტო რისკი და 48 საათზე ნაკლებ დროში დაადგინონ, არის თუ არა მოთამაშე უფლებამოსილი. შემოთავაზებული პროდუქტის მიხედვით (Grow, Runway, Invoice), კომპანიას შეუძლია მიიღოს 100% არადამამცირებელი დაფინანსება, 10 ათასი ევროდან 5 მილიონ ევრომდე, 48 საათის განმავლობაში.