Curve – ლონდონში დაფუძნებულმა ფინტექ კომპანიამ, Credit Suisse-ისგან $1 მილიარდი დოლარის გარიგება დახურა.
გარიგება Curve-ს საშუალებას აძლევს გააფართოოს თავისი დაკრედიტების ბიზნესი Curve Flex დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში.
2018 წელს დაარსებული Curve არის ციფრული საფულე, რომელიც აერთიანებს ფულად სერვისებს ერთ აპლიკაციაში ერთი ბარათით. Curve-ის პროდუქტები მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაყოს ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც მათ კომპანიასთან გააკეთეს – ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში, ნებისმიერი ბარათის გამოყენებით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში – ყოველთვიურ განვადებით. Curve მოქმედებს 31 ბაზარზე დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) მასშტაბით.
დიდ ბრიტანეთში Curve Flex-მა წარადგინა პროდუქტი, სახელწოდებით Swipe Now to Pay Later („SNPL“) – რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაყოს ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელსაც ისინი განახორციელებენ Curve ბარათზე სამ, ექვს, ცხრა ან 12 თვეში.
უზრუნველყოფილი დაფინანსებით, Curve ახლა გეგმავს გააფართოვოს საკუთარი შეთავაზება ბაზრებზე ევროკავშირსა და აშშ-ში, ისევე როგორც ახალი პროდუქტების ინოვაციური შეთავაზებებით, როგორიცაა პირდაპირი საკრედიტო ხაზის წვდომა ტრანზაქციის განხორციელებამდე და არსებული კრედიტის რეფინანსირების შესაძლებლობა. 2023 წელს კომპანია ასევე გეგმავს გამოუშვას ახალი სერვისი “იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით” (BNPL) ტიპის დაკრედიტების პროდუქტი მომხმარებლებისთვის, როგორც აპში, ასევე ბრაუზერში.
დღეისათვის Curve-მა მოიზიდა 180 მილიონ დოლარზე მეტი კაპიტალის ინვესტიცია და მიაღწია მილიონობით მომხმარებელს მთელს მსოფლიოში თავისი პროდუქტით და ინოვაციური პარტნიორობით, როგორიცაა Samsung.