Avant – ჩიკაგოში დაფუძნებულმა ფინტექ კომპანიამ, Ares Management Alternative Credit-ისგან $250 მლნ დოლარის დაფინანსება მიიღო.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები საკრედიტო პორტფელისა და პლატფორმის გასაძლიერებლად.
აღმასრულებელი დირექტორის მეტ ბოჩენეკის ხელმძღვანელობით, Avant არის პირველი საკრედიტო ფინანსური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას ინოვაციურ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის პერსონალურ სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე. ტექნოლოგიის, ანალიტიკისა და მომხმარებელთა მომსახურების კომბინაციით, პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ მოემსახუროს არა-პრემიუმ აშშ-ს მომხმარებლებს, რომლებსაც ძირითადად ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები არ ემსახურებიან.
2012 წლიდან Avant-მა დააკავშირა თითქმის 3 მილიონი მომხმარებელი 8 მილიარდი დოლარის კრედიტით და 1 მილიონზე მეტ საკრედიტო ბარათთან.