Relio – ციურიხში დაფუძნებულმა ფინტექ კომპანიამ, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მომხმარებლებს სთავაზობს ციფრული გადახდის ანგარიშს, Seed Funding დაფინანსების პროგრამაში CHF3 მლნ ფრანკი მოიზიდა.
მხარდამჭერები იყვნენ TX Ventures, High-Tech Gründerfonds და SIX Fintech Ventures, F10, daFUND, QBIT Global Ventures.
აღმასრულებელი დირექტორის ლავ ოდოროვიჩის ხელმძღვანელობით, Relio ავითარებს ციფრული გადახდის ანგარიშს სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. შედეგად, კომპლექსურ კომპანიებს შეუძლიათ გახსნან ბიზნეს ანგარიში შვეიცარიული IBAN-ით.
