in

ფიკოლოგიურმა სარტაპმა I-Phyc-მა £2,3 მილიონი ფუნტის დაფინანსება მოიზიდა

დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა სტარტაპმა I-Phyc-მ, რომელიც მწვანე რესურსების გამოყნებით წყლის გამწმენდი კომპანია გახლვათ £2,3 მილიონი ფუნტის დაფინანსება მოიზიდა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები, რათა ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიურ ლიდერად საკუთარ სფეროში

დეტალებისთის კი გეტყვი, რომ I-Phyc-მა შეიმუშავა ჩამდინარე წყლების გამწმენდი ბიოლოგიური ტექნოლოგია. კერძოდ კი აღნიშნული სისტემა იყენებს წყალმცენარეებს ფოსფორს და ამიაკის დაბიძნურებული ნივთირებების მოსაშორებლად. შედეგად მას აქვს პოტენციალი გააუმჯობესოს წყლის ხარისხი მდინარეებში და ნაკადულებში და მისცემს წყლის კომპანიებს დაიცვან წყლის დაბინძურების უფრო მკაცრი ლიმიტები, რაც საკმაოდ რთულ გამოწვევას წარმოადგენს.

აღნიშნული ტექნოლოგია უკვე მოქმედებს წყლის გამწმენდ საწარმოებში Weston-super-Mare-სა და Broadwindsor-ში. ხოლო მომავალში გამოყენებული იქნება ახალ საწარმოში Croxton Kerrial-ში. სტარტაპი ამ დრისათვის ფლობს ლაბორატორიას ბრისტოლში, სადაც 15-მდე თანამშრომელია დასაქმებული და გეგმავს ხუთი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote