fruitcore robotics – გერმანიაში დაფუძნებული ფიზიკური და HORST ციფრული რობოტების შემქმნელმა კომპანიამ, €23 მლნ ევროს დაფინანსება მოაგროვა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები პროდუქტის ინოვაციის, გაყიდვებისა, მარკეტინგის და საერთაშორისო გაფართოების დასაჩქარებლად.
Jens Riegger-ის, აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, fruitcore robotics GmbH სპეციალიზირებულია ტექნიკურად გამორჩეული და ადვილად გამოსაყენებელი „ციფრული რობოტების“ შემუშავებაში, წარმოებასა და მარკეტინგში. ღრმა ტექნოლოგიური კომპანიის ფოკუსი არის რობოტზე დაფუძნებული სამრეწველო ავტომატიზაციის ხელმისაწვდომობა ფართო მასებისთვის. რობოტები დამზადებულია გერმანიაში, აპარატურიდან დაწყებული პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით. რობოტების გარდა, კომპანია ასევე გთავაზობთ მზა გადაწყვეტილებებს და პროგრამულ პაკეტებს სრული აპლიკაციების plug & play განხორციელებისთვის.