in

უძრავი ქონების ბაზრის ციფრულმა პლატფორმა DOSS-მა, Amazon Alexa-ს ფონდიდან მორიგი ახალი დაფინანსება მიიღო

ჰიუსტონში დაფუძნებულმა უძრავი ქონების ბაზრის ციფრულმა პლატფორმა DOSS-მა, Amazon Alexa-ს ფონდიდან მორიგი ახალი დაფინანსება მიიღო.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ზრდის დაჩქარების, ოპერაციების გაფართოებისა და ბიზნესის რეალიზაციისთვის.

ბობი ბრაიანტის (აღმასრულებელი დირექტორი) და კრის ნორტონის მიერ დაფუძნებული კომპანია DOSS საკუთარ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ხმოვანი მოთხოვნებით საკუთარ სმარტფონებში ან Alexa-ს მხარდაჭერილ მოწყობილობებზე მიიღონ პასუხი კონკრეტულად უძრავი ქონების სფეროში. კლიენტებს შეუძლიათ მოითხოვონ უძრავი ქონების შესახებ რჩევები და მოძებნონ განცხადებები, მიიღონ ინფორმაცია ბოლო გაყიდვების მონაცემების შესახებ. ისინი ასევე შეძლებენ მოითხოვონ დაკავშირება სახლის სერვისის პროვაიდერებთან, რომლებიც ემსახურებიან მათ შესაბამის ტერიტორიას.

What do you think?