in

ტექნოლოგიურმა კომპანია CardieX Limited-მა, გულ-სისხლძარღვთა სენსორებისა და ალგორითმებზე მომუშავე ბრენდი Blumio შეიძინა

CardieX Limited – სიდნეიში დაფუძნებულმა ტექნოლოგირმა კომპანიამ, სილიკონის ველზე დაფუძნებული გულ-სისხლძარღვთა სენსორებსა და ალგორითმებზე მომუშავე ბრენდი Blumio შეიძინა.

შეძენით, CardieX გაზრდის კლინიკურ სერვისს კარდიოლოგიურ ჯანმრთელობის მონიტორინგის ეკოსისტემისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Blumio-მ ასევე შეიმუშავა მონაცემთა ანალიტიკისა და ვიზუალიზაციის ხელსაწყოების კომპლექტი, რომელიც გამოიყენება კლინიკურ მონაცემებში არსებული პრობელმების გამოსავლენად, უკანასკნელი ხელსაწყოები გააძლიერებს CardieX-ის „Arty™ Heart Health Analytics პლატფორმას“, რათა პროაქტიულად დააკვირდეს, გააფრთხილოს და მიაწოდოს მოქმედი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია CardieX-ის CONNEQT Pulse და CONNEQT Band მოწყობილობებიდან – ამით ეს ექიმებს და პაციენტებს საშუალებას მისცემს მიიღონ უფრო მეტი ინფორმაცია.

რაც შეეხება კომპანია Blumio-ს, იგი არის ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც ორიენტირებულია ტარებადი გაჯეტების და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის ალგორითმების შემუშავებაზე, მათ შორის არტერიული წნევის შეფასებაზე. მისი რადიოსიხშირული ტექნოლოგია აგროვებს დადასტურებულ პულსის წნევის ტალღის ფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს სახლში, მთელი დღის და ღამით გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის მონაცემების შეგროვებას, რათა დაეხმაროს ექიმებს და პაციენტებს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები ჯანმრთელობის სხვადასხვა დარღვევებთან დაკავშირებით.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote