ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა ტელეჯანმრთელობის სტარტაპმა Options MD-მ, რომელიც უზრუნველყოფს რეზისტენტული დეპრესიის (TRD) მკურნალობას, Pre-Seed დაფინანსების პროგრამაში $3,8 მილიონი დოლარის შეგროვება მოახერხა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები კლინიკური ოპერაციებისა და სამედიცინო კვლევების გაფართოების მიზნით.
Morgan Hewett-ისა და Kyle Pierce-ის მიერ დამფუძნებული, Options MD არის ტელეჯანმრთელობის ტიპის კომპანია, რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტებს მიიღონ ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის ვარიანტები, რომლებიც მიეკუთვნებიან მძიმე და მკურნალობის მიმართ რეზისტენტულ ფსიქიკურ დაავადებებს.