in

სრულად ავტომატიზირებული in-vitro დიაგნოსტიკის პლატფორმის პროვაიდერმა Numares Health-მა, €40 მლნ ევროს დაფინანება მოიპოვა

Numares Health AG – რეგენსბურგში დაფუძნებული, სრულად ავტომატიზირებული in-vitro დიაგნოსტიკის პლატფორმის პროვაიდერმა, €40 მლნ ევროს დაფინანება მოიპოვა.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა უზრუნველყო 20 მილიონ ევრომდე კაპიტალის დაფინანსება შემდგომი კვლევისა და განვითარებისთვის. არსებული ინვესტორები შეიტანენ დამატებით 20 მილიონ ევროს მარკეტინგული ინვესტიციებისთვის, რათა მიაღწიონ საკუთრებაში არსებული ტექნოლოგიური პროდუქტების მასობრივ კომერციალიზაციას ევროკავშირსა და აშშ-ში.

აღმასრულებელი დირექტორის ვინტონ გიბონსის ხელმძღვანელობით, Numares Health-მა შეიმუშავა სრულად ავტომატიზირებული ინ-ვიტრო დიაგნოსტიკის პლატფორმა, AXINON System, რომელიც მიზნად ისახავს თირკმელების, გულის და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების, ასევე კიბოს და გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტიკის ხარისხის გაუმჯობესებას. სისტემა აერთიანებს ბირთვულ მაგნიტურ რეზონანსს (NMR) და ხელოვნურ ინტელექტს, რათა შეაგროვოს და გააანალიზოს მეტაბოლური მონაცემები სისხლის ან შარდის ნიმუშებიდან.

What do you think?