in

სოციალური კომერციის აპლიკაცია Picker-მა, €2.1 მილიონი ევრო დაფინანსება მიიღო

ესპანეთში დაფუძნებულმა სოციალური კომერციის აპლიკაცია Picker-მა, €2.1 მილიონი ევრო დაფინანსება მიიღო.

კომპანია, რომელმაც მანამდე $1.3 მილიონი შეაგროვა, გეგმავს გამოიყენოს თანხები პროდუქტის შემდგომი განვითარებისთვის, გუნდის გასაზრდელად და ახალ საერთაშორისო ბაზრებზე გასაფართოებლად.

დანიელ რამოსის, კონან მორიარტის და ენრიკ გაბაროს მიერ 2018 წელს დაარსებული კომპანია Picker გთავაზობთ კურირებულ ბაზარს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ და შეიძინონ პროდუქტები მათი საყვარელი შემქმნელების, მეგობრების ან უფრო ფართო საზოგადოების რეკომენდაციების საფუძველზე. ამჟამად Picker-ზე ნახევარ მილიონზე მეტი რეკომენდებული პროდუქტის ნახვაა შესაძლებელი. აპლიკაცია ამჟამად ხელმისაწვდომია ესპანეთში, გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში Android-ისთვის და iOS-ისთვის.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote