კენტუკის შტატში დაფუძნებულმა, სისხლის დამუშავების, შენახვისა და ტრანსფუზიის ტექნოლოგიის მქონე კომპანია Hemanext-მა, Series B დაფინანსების პროგრამაში $18 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ზრდის დაჩქარების, ოპერაციების გაფართოებისა და ბიზნესის რეალიზაციისთვის.
აღმასრულებელი დირექტორის მარტინ ქენონის ხელმძღვანელობით, Hemanext არის ტექნოლოგიური სამედიცნო კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ტრანსფუზიური თერაპიის ხარისხის, უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ღირებულების გაუმჯობესებაზ. კომპანიის კვლევისა და განვითარების ძალისხმევა მიმართულია ჰიპოქსიურად შენახული სისხლის წითელი უჯრედების (RBCs) შესწავლაზე. ევროპაში, სისტემას აქვს CE ნიშანი CPD/PAGGSM სისხლის წითელი უჯრედების, შემცირებული ლეიკოციტების (LR RBC) დამუშავებისა და შენახვისთვის, რომლებიც მომზადდა და დამუშავდა HEMANEXT ONE სისტემით შეგროვებიდან 24 საათის განმავლობაში.
დღეისათვის კომპანიამ მოიზიდა დაახლოებით 130 მილიონი აშშ დოლარი (მათ შორის 8 მილიონი აშშ დოლარი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის საგრანტო დაფინანსებით).