საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 Global მხარდაჭერით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა 500 Global-მა დამატებით 15 სტარტაპის გადამზადება უკვე დაიწყო. სწორედ მათ შორისაა ერთ-ერთი ქართული QuickShipper-ი რომლის შესახებაც დღეს მოგიყვებით.
QuickShipper – პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმაა, რომელიც ეხმარება ბიზნესს გაზარდოს მათი პროდუქტიულობა და ხარჯების ეფექტურობა. მეტი დეტალებისთვის კი გეტყვით, რომ პლატფორმა უზრუნველყოფს ინტეგრაციას სხვადასხვა კომპანიის კურიერებთან, ნებისმიერი არხიდან მიღებული შეკვეთისთვის. შესაბამისად QuickShipper აყალიბებს ყველაზე ოპტიმალურ მარშრუტებს მათი მიწოდებისთვის.
QuickShipper-ით შეგიძლიათ ან ფიზიკურად მიაწოდოთ შეკვეთები კურიერებს, ან გამოიყენოთ ავტომატური გაგზავნა და პროგრამული უზრუნველყოფა. გამჭვირვალე კომუნიკაციით QuickShipper ასევე გთავაზობთ დეტალურ ანალიტიკას თითოეული შეკვეთის შესახებ. ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა გეხმარებათ თქვენი შეკვეთების, მომხმარებლებისა და ხარჯების ოპტიმიზაციაში, რათა გაზარდოთ თქვენი ბიზნესი.
იმ შემთხვევაში თუ ბიზნესებს გააჩნიათ საკუთარი საკურიერო სერვისი, QuickShipper გთავაზობთ კურიერის აპლიკაციას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს კერძო კომპანიის საკურიერო სერვისმა. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმასა, ცორმ QuickShipper უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლების ინფორმირებას მაღაზიიდან კარამდე შეკვეთის დეტალების გამჭვირვალედ გაზიარებით. იმ შემთხვევაში კი თუ თქვენ აწარმოებთ შეკვეთებს თქვენი ვებსაიტის საშუალებით, API ინტეგრაცია ავტომატურად ასახავს შეკვეთებს QuickShipper-ში. ამ გზით, თქვენ არ მოგიწევთ დეტალების ხელით შეყვანა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შესაძლებელია ასევე ვებ-გვერდებზე გენერირებული შეკვეთები ავტომატურად გადამისამართდება QuickShipper-ზე.