Yellowpop – ნიუ-იორკში დაფუძნებულმა სახლის დეკორაციებზე ზრუნვის სტარტაპმა, რომელიც სპეციალიზირებულია საცხოვრებელ სახლში LED განათებების განთავსებით, Series A რაუნდი $4 მლნ დოლარის მოზიდვით დახურა.
კომპანია გეგმავს გამოიყენოს თანხები გლობალური გაფართოების გასაგრძელებლად 2022 წლამდე და შემდგომ განვითარდეს, როგორც ცხოვრების სტილისა და სახლის ბრენდი.
ბრენდის მთავარი ხელწერის LED განათების გარდა, Yellowpop გეგმავს გამოიყენოს დაფინანსება, რათა გააფართოვოს და განავითაროს თავისი პროდუქციის ხაზი სახლის ჰოლისტიკური დეკორაციის ბრენდად.
ჯერემი კორტიალისა და რუბენ გრიგრის ხელმძღვანელობით Yellowpop მომხმარებლებს სთავაზობს სახლის გაფორმების საშუალებას LED განათებების დახმარებით. კომპანია თანამშრომლობს დიზაინერებთან და მხატვრებთან როგორებიცაა ჯონათან ადლერი, სარა ბაბაჰა, ანდრე სარაივა, სუზან ალექსანდრა, კლარა ბერგელი, დევიდ ელია, ემილი ელდრიჯი, Girl Knew York და ჟან ანდრე.