in

საფინანსო სერვისის მიმწოდებელმა კომპანია CloudPay-მა, $50 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო

დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა საფინანსო სერვისის მიმწოდებელმა კომპანია CloudPay-მა, $50 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები, რათა განავითაროს ინტეგრირებული სახელფასო და გადახდის სერვისების საჭიროება.

მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანიამ ახალი პარტნიორობა წარმოიწყო Visa Direct-თან, რომელიც საშუალებას მისცემს ხელფასების სწრაფ, უსაფრთხო გადახდას ნებისმიერ სადებეტო ან საკრედიტო ბარათზე.

აღმასრულებელი დირექტორის პოლ ბარტლეტის ხელმძღვანელობით, CloudPay აკავშირებს თანამშრომლების ანაზღაურების ყველა პროცესს – სახელფასო ანაზღაურების ჩათვლით, გადახდები და მოთხოვნით ანაზღაურება – ერთიანი პლატფორმის მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომია 130+ ქვეყანაში და 168 ვალუტაში. მისი ექსპერტები ეხმარებიან გლობალურ კომპანიებს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში, ცვლილებების ნავიგაციაში, ოპერაციების ოპტიმიზაციაში და თანამშრომლების გამოცდილების გაუმჯობესებაში, ხელმძღვანელობენ მათ ხედვითა და ზრუნვით იმ ყოვლისმომცველი ანაზღაურების გამოცდილებისკენ, რომელსაც იმსახურებენ თანამშრომლები.

What do you think?