Swan – საფრანგეთში დაფუძნებულმა საფინანსო კომპანიამ, Series B რაუნდში $37 მლნ დოლარის დაფინანსება მოაგროვა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები მუდმივი ინტერნაციონალიზაციისთვის, რაც მოიცავს ნიდერლანდებში გაშვებას უახლოეს თვეებში და იტალიაში 2024 წლის დასაწყისში.
2019 წელს ნიკოლას ბენადის, ნიკოლას საისონისა და მატიუ ბრეტონის მიერ დაარსებული Swan არის Banking-as-a-Service (BaaS) პლატფორმის მიმწოდებელი, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს ჩართონ საბანკო ფუნქციები. მისი API-ების საშუალებით კომპანიებს შეუძლიათ საბანკო სერვისების (ანგარიშები, ბარათები და გადახდები) ინტეგრირება საკუთარ პროდუქტში.
Swan ახლა ამუშავებს დაახლოებით 300 მილიონი ევროს ტრანზაქციას თვეში, 100+ კომპანიისთვის ევროპის ათ ქვეყანაში, მათ შორის Carrefour, Pennylane, Alma და Agicap.