in

სატვირთო გადაზიდვების ტექნოლოგიურმა პლატფორმა Einride-მ, სესხის სახით Series C რაუნდში $500 მლნ დოლარის დაფინანსება მიიღო

Einride – სტოკჰოლმში დაფუძნებულმა სატვირთო გადაზიდვების ტექნოლოგიურმა პლატფორმამ, სესხის სახით Series C რაუნდში $500 მლნ დოლარის დაფინანსება მიიღო.

სესხის დაფინანსების ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს Barclays Europe. კაპიტალის ინვესტორები იყვნენ შვედური საპენსიო ფონდი AMF, EQT Ventures, Northzone, Polar Structure, Norrsken VC და Temasek სხვა ინვესტორებთან ერთად.

კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ავტონომიური და ციფრული შეთავაზებების განვითარებისა და განსათავსებლად, ასევე ახალ ბაზრებზე და კლიენტებზე შეთავაზებების გაფართოებისთვის.

რობერტ ფალკის, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, Einride ავითარებს და ახორციელებს ტექნოლოგიებს ტვირთების მობილურობისთვის. გასული 12 თვის განმავლობაში კომპანიამ გამოაცხადა გაფართოება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში – გერმანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ლუქსემბურგსა და ნორვეგიაში – ასევე განათავსა ოპერაციები მრავალი ახალი კლიენტისთვის, მათ შორის Electrolux, GE Appliances, Haier კომპანია და Bridgestone. 2022 წლის ოქტომბერში, Einride-მა დაასრულა საპილოტე პროგრამა აშშ-ს გზებზე თავისი ავტონომიური მანქანით – პირველი კომპანია, რომელმაც მიიღოპ აღნიშნული ნებართვა, რომლის ავტომობილიც მოძრაობს მძღოლის გარეშე.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote