Getir – სტამბოლში დაფუძნებულმა სასურსათო პროდუქტების მიტანის სერვისის პროვაიდერმა, Series D რაუნდში $550 მლნ დოლარის მოზიდვა შეძლო.
მხარდამჭერები იყვნენ Silver Lake, DisruptAD, Mubadala, Winter Capital Partners და ინსაიდერები Tiger Global და Sequoia Capital.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები აშშ-ში გაფართოების გასაგრძელებლად.
2015 წელს დაარსებული კომპანია Getir სთავაზობს 1500 ყოველდღიური ნივთის არჩევანს მომხმარებელს, რომელის მიწოებაც ხდება წუთებში, კვირაში 7 დღე, მათ შორის დღისა და ღამის მონაკვეთში. Getir ახლა ოპერირებს თურქეთის 30 ქალაქში და ასევე რამდენიმე კვირის წინ ხელმისაწვდომი გახდა დიდ ბრიტანეთში.