Financial Venture Studio – სან-ფრანცისკოში დაფუძნებულma სარისკო კაპიტალის ფონდმა, რომელიც ორიენტირებულია ადრეულ ეტაპზე ფინტექ სტარტაპების დაფინანსებაზე, საკუთარი მეორე ფონდი $40 მილიონ დოლარად დახურა.
ფონდის შექმნას მხარი დაუჭირა: ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა, სადაზღვევო კომპანიებმა, ასევე საპენსიო ფონდებმა, გლობალურმა ფონდებმა და ფინანსური სერვისებისა და ტექნოლოგიების ზოგიერთი ყველაზე ცნობილმა ბრენდებმა.
2018 წელს რაიან ფოლვისა და ტაილერ გრიფინის მიერ დაარსებული, Financial Venture Studio არის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ადრეულ ეტაპზე კომპანიებს საფუძვლიანი კაპიტალით და ღრმა ოპერატიული მხარდაჭერით. ეს მოიცავს სტრუქტურირებულ პროგრამას, რომელიც აკავშირებს დამფუძნებლებს ფინანსური მომსახურების ინდუსტრიის ექსპერტებთან და ოპერატორებთან და ოპერაციულ ხელმძღვანელობას ფინტექ ლიდერებისა და ოპერატორების გუნდისგან. ეს მხარდაჭერის მექანიზმები მიზნად ისახავს დამფუძნებლებს დაძლიონ ბარიერები ფინტექ კომპანიის დაარსებასთან და ჩამოაყალიბონ ისინი უფრო სწრაფად ზრდისთვის.
2019 წელს ფონდ I-ის დაწყების შემდეგ, მათ ინვესტიცია განახორციელეს 50 კომპანიაში როგორიცაა მაგალითად Dave, Point, Propel და Flex.