in

სამარშუტო ტაქსის სერვისმა Welcome Pickups-მა, $5,6 მლნ დოლარის დაფინანსება მოიპოვა

Welcome Pickups – საბერძნეთში დაფუძნებულმა სამარშუტო ტაქსის სერვისმა, $5,6 მლნ დოლარის დაფინანსება მოიპოვა.

პლატფრომა Welcome Pickups უზრუნველყოფს მოგზაურთათვის მორგებული ავტო ტრანსპორტირების სერვისს. მომსახურება მოიცავს აეროპორტის პიკაპებს, რომლებიც იწყება მძღოლის აეროპორტში დახვედრით, ასევე ღირშესანიშნაობების დათვალიერებით და ტაქსის სერვისის ონლაინ რეჟიმში დაჯავშნით.

დაფინანსება მოხმარდება კომპანიის დანიშნულების ქსელის გაორმაგებას, ძირითადად ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. Welcome Pickups ახლა ემსახურება 100 ლოკაციას მთელს მსოფლიოში, მათ შორის 33 დამატებულია 2022 წელს. კომპანიის მიზანია მიაღწიოს 400-ს 2024 წლის ბოლომდე.

2022 წელს 1 მილიონზე მეტმა მოგზაურმა ისარგებლა მომსახურებით და ამ დროის განმავლობაში კომპანიამ ბიზნესის 50 პროცენტიანი ზრდა მოახერხა.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote