P101 SGR – მილანში დაფუძნებულმა საინვესტიციო კომპანიამ, რომელიც ინვესტირებას ახდენს ციფრულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ კომპანიებში, საკუთარი ფონდი Programma 103-ის პირველი დახურვა €150 მლნ ევროდ შეძლო.
ინვესტორებს შეადგენდნენ Azimut, CDP, ევროპის საინვესტიციო ფონდი, BPM, Inarcassa, და ISP Group Pension Fund. ფონდის მიზანია 2023 წლისთვის 250 მილიონი ევროს მიღწევა.
ანდრეა დი კამილოს ხელმძღვანელობით, Programma 103 ინვესტირებას განახორციელებს ადრეულ და ზრდის ეტაპებზე, ციფრულ და ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ კომპანიებში, რომლებიც უზრუნველყოფენ B2C და B2B სერვისებს აღნიშნულ სექტორებში: fintech, proptech, edutech და კიბერუსაფრთხოება.
ფონდის ძირითადი ფოკუსირებული ქვეყნები იქნებიან იტალია და ესპანეთი, სადაც P101 SGR-მ უკვე განახორციელა გარკვეული ინვესტიციები, ასევე გათვალისწინებული იქნება ევროპის სხვა ქვეყნებიც.