სტოკჰოლმში დაფუძნებულმა საინვესტიციო კომპანია EQT Venture-მა, საკუთარი ფონდი – EQT Ventures III 1 მილიარდ ევროდ დახურა.
EQT Ventures III, რომელიც მოიცავს ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და აზიის ინსტიტუციონალური ინვესტორებს და ფონდებს განახორციელებს 1-50 მილიონი ევროს ინვესტიციას სტარტაპებში, რომლებიც ორიენტირებულები არიან საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევებზე მუშაობით ისეთ სექტორებში, როგორიცაა კლიმატის პრობლემები, კვების ტექნოლოგია, ეკონომიკა, ენერგეტიკა, პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა და IT ინფრასტრუქტურა. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ EQT Ventures Funds-მა განახორციელა 100-ზე მეტი ინვესტიცია ექვს წელიწადში.
EQT Ventures-ის ფონდებს რეკომენდაციას უწევს 40-ზე მეტი დამფუძნებელი და ოპერატორი სტოკჰოლმში, ლონდონში, სან-ფრანცისკოში, ბერლინსა და პარიზში. ახალი ფონდით, კომპანიას შეეძლება კიდევ უფრო გაიზარდოს ევროპასა და აშშ-ში, საბოლოო მიზნანი, რომ EQT Ventures გახდეს ყველაზე დიდი მხარდამჭერი ადრეული ეტაპის ინვესტორთა ბაზარზე.