ლონდონში დაფუძნებულმა სადაზღვეო კომპანია YuLife-მა, Series C დაფინანსების რაუნდში $120 მილიონი დოლარის შეგროვება მოახერხა.
კომპანია გამოიყენებს კაპიტალს ახალ გლობალურ ბაზრებზე წვდომის გასაფართოვებლად და პროდუქციის ასორტიმენტის გასადიდებლად.
სემი რუბინის, აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, YuLife არის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანია, რომელიც იყენებს ტექნოლოგიას, რათა უზრუნველყოს დაზღვევის მოდელი, რომელიც ფოკუსირებულია რისკის თავიდან აცილებაზე და არა მხოლოდ კომპენსაციის მოთხოვნაზე. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპანია აჯილდოვებს თანამშრომლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის, გონებრივი, ფიზიკური და ფინანსური კეთილდღეობის მხარდაჭერისთვის, რაც ეხმარება ჯანსაღი და მოტივირებული გუნდების განვითარებას.
YuLife ახლა ფარავს 500 ათასზე მეტ დაზღვეულს მცირე და მსხვილ ბიზნესებში, 50 მილიარდ დოლარზე მეტი (~ 40 მილიარდი ფუნტი) დაფარვით.