სტოკჰოლმში, დაფუძნებულმა საბანკო გადახდების პლატფორმა Atlar-მა, Seed Funding პრორგრამაში €5 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო.
რაუნდს უძღვებოდნენ Index Ventures, La Famiglia VC და Cocoa VC, მიკო სალოვაარას, თიინ ლამერსისა და პროფ. დოქტორ იან კემპერის მონაწილეობით.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ოპერაციებისა და ბიზნესის არეალის გასაფართოებლად.
Joel Nordström-ის, Joel Wägmark-ისა და Johannes Elgh-ის ხელმძღვანელობით, Atlar აშენებს პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესს ავტომატიზირება გაუწიოს ყველა გადახდის აქტივობას – მათ შორის გადარიცხვების დაწყებას, ტრანზაქციების შეჯერებას და პირდაპირი დებეტების მართვას – უშუალოდ არსებულ ბანკ პარტნიორებთან. მომხმარებლებს შეუძლიათ გადარიცხვების ინიცირება, პირდაპირი დებეტების მართვა და კომპანიის საბანკო მონაცემებზე წვდომა API-ისა და ანალიტიკის საშუალებით.