ფინანსების მუდმივად განვითარებად ლანდშაფტში, სადაც მონაცემები არის ახალი ვალუტა, ინოვაციური გადაწყვეტილებები არის კონკურენტუნარიანი დარჩენის გასაღები. სწორედ ტრანსფორმაციის სათავეშია Datamind, ინოვაციური სტარტაპი, რომელიც ცვლის იმას, თუ როგორ იყენებენ ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები მონაცემთა ძალას. დამაჯერებელი წარმოშობის ისტორიით და ხედვით, რომელიც შეესაბამება ინდუსტრიის განვითარებად საჭიროებებს, Datamind მზად არის ხელახლა განსაზღვროს საბანკო საქმიანობა.
Datamind 2021 წელს ორი IT პროფესიონალის მიერ დაარსდა, რომლებიც მუშაობდნენ მონაცემთა საწყობის დანერგვაზე საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკში. მათ გააცნობიერეს, რომ მონაცემთა საწყობის დანერგვის პროცესი ხშირად ხანგრძლივი და რთული იყო და ის მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვდა როგორც ბანკისგან, ასევე განმახორციელებელი კომპანიისგან.
Datamind შეიქმნა ბანკებისთვის მონაცემთა საცავის დანერგვის პროცესის გასამარტივებლად. კომპანიის პლატფორმა შექმნილია ისე, რომ იყოს მარტივი გამოსაყენებელი და მასშტაბური, და ის შეიძლება მოერგოს თითოეული ბანკის სპეციფიკურ საჭიროებებს.
Datamind-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად Appup.ge კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს რატი კუნჭულიას ესაუბრა.

მოკლედ რომ მოგვიყვეთ Datamind-ის შესახებ?
Datamind უკვე 2 წელზე მეტია რაც ბაზარზე აქტიურად ოპერირებს, თავდაპირველად კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ფინანსური სექტორის კერძოდ კი ბანკებისთვის Data პარტნიორი გამხდარიყო, რადგან ბანკებში ჭირს ე.წ enterprise solution და არის ხიდ ჩაკეტლობა ბიზნესა და IT სფეროს შორის გადავწყვიტეთ აღმოგვეფხვრა აღნიშნული პრობლემა. შესაბამისად ამ დროისათვის საქარათველოში აქტიურად ვთანამშრომლობთ ისეთივე კომპანიებთან როგორებიცაა: კრედო ბანკი, ბაზის ბანკი, ლიბერთი ბანკი და ა.შ
გარდა ადგილობირივი ბაზრის ათვისებისა რა ეტაპზეა კომპანია გლობალური კუთხით?
ამ დროისათვის კლიენტები გვყავს გლობალური მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაში პარალელურად ვმუშაობს კავკასიის რეგიონის ათვისებაზე რის გამოც რამდენმე კვირის წინ 16 სომხურ ბანკს შევხვდით შესაბამისად მიმდინარე წლის ბოლოს ალბათ კიდევ უფრო კომპანიის სახელი შეემატება ჩვენს პარტნიორთა სიას. აქვე არ მინდა გამომრჩეს ისიც, რომ პარალელურად კომპანიის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი აქტიურად მუშაობს აშშ-ში და ცდილობს ადგილობრივ ფინნანსუ სექტორთან თანამშრომლბის გაღრმავებზე.
როგორი მომავლის გეგმები აქვს Datamind-ს?
კომპანიის მთავარ კრედოს წარმოადგენს Data სწორედ აღნიშნული წარმოადგნეს კომპანიის სახელს. ამიტომ არ ვფიქრობთ რომ კომპანიის განვითარება მომავლში რაიმე სახვა კუთხით მოხდეს, ვთვლით, რომ რაშიც საუკეთესო ვართ რეგიონში იმ მართულების განვითარება მოვახდინოთ შესაბამისად, კომპანიის მთავარ მიზნეს მხოლოდ პარტინიორთა რიცხვის გაზრდა წარმოადგენს. რაც შეეხება ინვესტიციებს გვაქვს ამ დროისათვის გვაქვს 150 ათას ლარიანი სახელმწიფო გრანტი და $100 ათასი დაფინანსება 500 Global-ისგან.