Covariant – ბერკლიში დაფუძნებულმა AI Robotics კომპანიამ, Series C რაუნდი $80 მილიონი დოლარის მოზდვით დახურა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს დაფინანსება AI Robotics-ის კვლევასა და განვითარებაში (R&D) ინვესტიციების გასაგრძელებლად, ასევე თავისი გუნდის გლობალურად გასაზრდელად.
2017 წელს დაარსებული Covariant ქმნის Covariant Brain-ს, უნივერსალურ AI-ს, რომელიც საშუალებას აძლევს რობოტებს დაინახონ და იმოქმედონ მათ გარშემო არსებულ სამყაროში. Covariant Brain განლაგებულია ინდუსტრიების ფართო სპექტრში, მათ შორის მოდის, ჯანმრთელობის სამრეწველო, ფარმაცევტული, სასურსათო და ამანათების მიწოდების სფეროში.