500 Global (ადრე როგორც 500 Startups), გლობალურ ვენჩორული და აქსელერატორი კომპანია გახლავთ სილიკონ ველში. უკანასკნელმა ინვესტიცია მოახდინა 2500-ზე მეტ კომპანიაში, ხუთი გლობალური ფონდისა და თხუთმეტი თემატური ფონდის დახმარებით, რომელიც ხმარდება კონკრეტულად შერჩეულ გეოგრაფიულ ბაზრებს. შედეგად, მისი ინვესტიციები სამოცდათხუთმეტზე მეტ ქვეყანას მოიცავს. 500 Global-ს ასევე ფლობს ორმოცდაერთ კომპანიას, რომლის ღირებულება 1 მილიარდი დოლარზე მეტია. ამავე დროს 500 Global ოც ქვეყანაში ასზე მეტი წევრისაგან შედგება. 500 Global ინვესტირებას ახდენს სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებში, ფოკუსირებულია ბაზრებზე, სადაც ტექნოლოგიას, ინოვაციას და კაპიტალს შეუძლია შესთავაზოს გრძელვადიანი ღირებულება და ეკონომიკური ზრდა.
რებრენდინგი
2021 წლის სექტემბერში 500 Startup-მა რებრედინგი განიცადა შედეგად მას ამიერიდან 500 Global ეწოდება. ეს კი მიზნად ისახავდა კომპანიის საინვესტიციო სტრატეგიის გაფართოების სიგნალს შემდგომი ეტაპების კომპანიებში ინვესტირებაზე, ასევე მათი ადრეული ეტაპის დაფინანსებისა და აქსელერაციის პროგრამების შესანარჩუნებლად.
აქსელერატორები
500 Global-ს აქვს ოთხთვიანი პროგრამა, რომელშიც კომპანია სთავაზობს ფონდის ინვესტიციებს 150,000 აშშ დოლარის ოდენობით მონაწილე კომპანიებისთვის, 6%-იანი კაპიტალის სანაცვლოდ. აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია მარკეტინგის, კულტურის, სტარტაპის აღრიცხვის, პროდუქტის დიზაინზე, გაყიდვებზე და ფინანსებზე, სტარტაპის ასაშენებლად სხვა საჭიროებებთან ერთად. გარდა ამისა, ის უზრუნველყოფს დაეხმაროს მონაწილე კომპანიებს წარმოადგინონ და უზრუნველყონ ინტერესი 500 Global-ის ინვესტორთა ქსელისგან.
500 Global-ის მიზანია გავლენა მოახდინოს რეგიონში და დაეხმაროს მთავრობებს სტარტაპებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის განვითარებაში. ეს ნაწილობრივ კეთდება 500 Global’s Eco6 Framework-ის მეშვეობით, რომელიც იდენტიფიცირებულია ექვს ნაბიჯში, რათა დაეხმაროს რეგიონში სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნას. ეს ნაბიჯები მოიცავს: ფონდების განვითარებას; საინვესტიციო ეკოსისტემების განვითარებას; მენტორობის, მხარდაჭერისა და პროფესიული სერვისების პლატფორმის უზრუნველყოფას; დიდ ბაზრებზე წვდომის მიცემას და ა.შ
500 Georgia
რაც შეეხება საქართველოს, 500 Global საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯერ კიდევ 2020 წელს შემოვიდა. 500 Global-მა საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა ჩაატარა 30-მდე ქართული და საერთაშორისო ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის. ოთხი მათგანი – CARDEAL, Cargon, Payze და Agrolabs – პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად სილიკონის ველიზე გაემგზავრა, რამაც სტარტაპერებს ახალი კონტაქტების დამყარებისა და პოტენციურ ინვესტორებთან კომუნიკაციის უნიკალური შესაძლებლობა მისცა. 500 Global-ის, რომელიც რეგიონში 500 Georgia-ს სახელით ხორციელდება, მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მომდევნო სტატიებში დეტალურად გაგაცნობთ იმ TOP 500 კომპანიის შესახებ, რომელიც 500 Global-ის პროგრამაშია ჩართული.