in

ჟიპიტაური, chatGPT-ის პირველი ქართულენოვანი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია!

ხელოვნურ ინტელექტის განვითარებაზე ორინეტირებულმა Pulsar AI-ის შვილობილმა კომპანია Supernova-მ chatGPT-ის პირველი ქართულენოვანი ვერსია – ჟიპიტაური წარმოგვიგინა. უკანასკნელს chatGPT-ის მსგავსად მრავალი ბრძანების შესრულება შეუძლია რომელთაგან აღსანიშნავია თუნდაც: ესეებისა და რეცენზიების შედგენა, სხვდასხვა კითხვებზე პასუხის გაცემა და ა.შ

დიდი ენობრივი მოდელები და მათზე დაფუძნებული სერვისები, როგორიც არის ChatGPT და სხვები, საოცარ შესაძლებლობებს აძლევს მათ, ვინც ინგლისურად წერს, კითხულობს და აზროვნებს. ინგლისურად ციფრული ტექსტის შექმნა ხდება გაცილებით მარტივი და სწრაფი. იმეილი, სტატია თუ რეცენზა საათების მაგივრად წამებში იწერება.

ჩვენი მიზანია ამ მომენტისთვის ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების საშუალებით ChatGPT-ს მსგავსი სერვისი შევთავაზოთ ქართულენოვან მომხმარებლებს. სანაცვლოდ კი GPT-3-ს და ავტომატური თარგმანის მიერ დაბრუნებულ შედეგების შეფასებას გთხოვთ 

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ჩეთბოტი საუბრისას გარკვეული მცირე ხარვეზებით გამოირჩევა, Pulsar AI-ის განცხადებით, ახლანდელი ბეტა ტესტირებით მოსარგებლე მომხმარებლების უკუკავშირი დაეხმარება კომპანიას აღმოფხვრას ყველა ის ხარვეზი რაც ჟიპიტაურის ბეტა ვერსიას ამ ეტაპისთვის გააჩნია.

დაგროვებულ მონაცემებს გამოვიყენებთ თარგმანის ხარისხობრივი ანალიზისთვის და ღრმა ნეირონულ ქსელებზე დაფუძნებული ქართულ-ინგლისური (და შემდეგ სხვა ქართველური ენების) დიდი ენობრივი მოდელის შესაქმნელად.

პირველ ეტაპზე შევაფასებთ რამდენად კარგად მუშაობს არსებული თარგმანი და ამოვიცნობთ ნაკლოვანებებს. ეს გვიკარნახებს სად ვეძიოთ სწორი მასალა შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

შემდგომ ეტაპზე შევუდგებით სწორი მასალის (დატას) მოგროვებას და უფრო მეტი ადამიანის ჩრთვას გაცილებით უკეთესი ავომატური თარგმანის სისტემის შექმისთვის.

ამ ყველაფრით მომავალში ქართულენოვანი ცოდნით გაჯერებული დიდი ენობრივი მოდელის შექმნას გვინდა საფუძველი ჩავუყაროთ.

What do you think?

3 შეფასება
Upvote Downvote