აშშ-ში შექმნილმა პროფესიული გადამზადების პლატფორმა Emerge Career-მა, Seed Funding დაფინანსების რაუნდში $3.2 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო.
Uzoma Orchingwa-სა და Gabriel Saruhashi-ს მიერ დაარსებული, Emerge Career უზრუნველყოფს ტრენინგ პროგრამებს სამთავრობო უწყებებისთვის, რომლებიც ცდილობენ შექმნან მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, შეამცირონ რეციდივიზმი და გააუმჯობესონ პატიმრების დასაქმების პროგრამა.
Emerge-ის სასწავლო პროგრამა ეხმარება ყოფილ პატიმრებს მიიღონ კომერციული მოწმობის უფლება (CDL). მომდევნო ორი წლის განმავლობაში კომპანია გეგმავს 140 ადამიანის განათლებას ჰარტფორდის რეგიონში და ყოველთვიურად 15 ადამიანის განათლებას ბრიჯპორტის რაიონიდან. ისინი ასევე გეგმავენ ტრენინგის გაფართოებას სხვა სფეროებში, სადაც არის მუშახელის სერიოზული დეფიციტი, მათ შორის საექთნო, წარმოება და მშენებლობა.