სან-ფრანცისკოში დაფუძნებული პროგრამული უსაფრთხოების პლატფორმა Keyo-მ, $7 მილიონი დოლარის დაფინანსება მოაგროვა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ზრდის დაჩქარების, ოპერაციების გაფართოებისა და ბიზნესის რეალიზაციისთვის.
აღმასრულებელი დირექტორის ჯექსონ კლეინის ხელმძღვანელობით, Keyo საშუალებას აძლევს მომხმარებელს ხელის უკონტაქტო სკანირებით წვდომას, რისის საშუალებითაც შეეძლებათ გააღონ კარები, გადაიხადონ მაღაზიებში და ა.შ Keyo Network-ს გააჩნია საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ასახავს და შიფრავს ხელის უნიკალურ ნიმუშებს და შეუძლია მილიარდობით მომხმარებლის სკანირება.
15000-ზე მეტი Keyo მოწყობილობა უკვე გამოიყენება მთელს მსოფლიოში, რაც საშუალებას აძლევს პაციენტებს შეამოწმონ საავადმყოფოში დანიშვნები აშშ-ში, თანამშრომლებს განბლოკონ ოფისის კარები მექსიკაში, მყიდველებს გადაიხადონ შესყიდვები რუანდაში და სხვა.