in

ონლაინ სავაჭრო პლატფორმა VavaCars-მა, Series C დაფინანსების რაუნდში $37 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა

VavaCars – სტამბოლში დაფუძნებულმა მეორეული ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ონლაინ სავაჭრო პლატფორმამ, $37 მლნ დოლარის ღირებულების დაფინანსება მიიღო.

დაფინანსება მოხმარდება კომპანიის ლიდერის პოზიციის გასამყარებლად თურქეთში.

2019 წლის აპრილში დაფუძნებული VavaCars არის მეორეული ავტომობილების გადამყიდველი პლატფორმა, რომელიც მუშაობს Petrol Ofisi-თან მჭიდრო პარტნიორობით. მომხმარებლები სარგებლობენ სრულად შემოწმებული და გადაკეთებული მანქანებით, რომლებიც უფასოდ მიეწოდება მათ სახლში. გარდა ამისა, არსებობს 14-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია და 3 თვიანი გარანტია, რათა მომხმარებლები კმაყოფილი დარჩნენ შეძენით.

2022 წლის პირველ ნახევარში კომპანიამ გაყიდა 20000-ზე მეტი მანქანა და გამოიმუშავა 500 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote