in

ონლაინ თერაპიის პლატფორმა Calmerry-მ, Seed Funding რაუნდში $5 მლნდ დოლარის დაფინანსება მოიზიდა

Calmerry – უაიომინგის შტატში დაფუძნებულმა ონლაინ თერაპიის პლატფორმამ, Seed Funding რაუნდში $5 მლნდ დოლარის დაფინანსება მოიზიდა, რომელსაც Digital Future ხელმძღვანელობდა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები პლატფორმის მომხმარებელთა ზრდის დასაჩქარებლად, კლიენტებისა და თერაპევტებისთვის ხელმისაწვდომი თერაპიის ინსტრუმენტების ნაკრების გაფართოებისა და პლატფორმაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალების დასამატებლად.

Calmerry არის ონლაინ თერაპიის პლატფორმა, რომელიც მუშაობს შემოწმებულ თერაპევტებთან და უზრუნველყოფს ზრუნვას მათთვის, ვინც ეძებს ოფლაინ თერაპიის უფრო მოსახერხებელ ალტერნატივას.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote