in

ნახევრად ავტონომიური რობოტების მწარმოებელმა კომპანია Kiwibot-მა, Series A რაუნდი $7,5 მილიონი დოლარის მოზიდვით დახურა

მაიამიში დაფუძნებულმა ნახევრად ავტონომიური რობოტების მწარმოებელმა კომპანია Kiwibot-მა, Series A რაუნდი $7,5 მილიონი დოლარის მოზიდვით დახურა.

დაფინანსება მოხმარდება შემდგომი ტექნოლოგიების განვითარებას და კომპანიის მიერ წარმოეული რობოტის გამოყენების სერვისების გაფართოებას მრავალ ქალაქებში.

კომპანიამ რამდენიმე კვირის წინ მრავალმილიონიანი კონტრაქტას მოაწერა ხელი Sodexo-სთან, კვების სერვისებისა და ობიექტების მართვის კომპანიასთან. ეს კონტრაქტი საშუალებას მისცემს Kiwibot-ს გააფართოვოს თავისი რობოტების ქსელი და მიაწოდოს 1200-ზე მეტი რობოტი აშშ-ს 50 კოლეჯის კამპუსში, 2022 წლის ბოლომდე.

რაც შეეხება კომპანია Kiwibot-ს, მათ მისია არის მოახდინონ რევოლუცია საკვების მიწოდების სფეორში ნახევრად ავტონომიური რობოტების გამოყენებით. მათ განახორციელეს 200,000-ზე მეტი მიწოდება საუნივერსიტეტო კამპუსებსა და აშშ-ს ქალაქებში, რათა გაზარდონ შესაძლებლობები არსებული ბიზნესებისთვის და მიანიჭონ თანაბარი წვდომა საკვებზე და მედიკამენტებზე

What do you think?