Finom – ამსტერდამში დაფუძნებულმა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის განკუთვნილმა ფინანსური მართვის პლატფორმის პროვაიდერმა, ლონდონში დაფუძნებული ფინტექ კომპანია Kapaga შეიძინა, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესს საერთაშორისო ვაჭრობაში.
შეძენით, რომლის გარიგების ოდენობაც არ გახმაურებულა Finom გააძლიერებს თავის პოზიციას, როგორც ფინანსური მომსახურების მიმწოდებელს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და გააძლიერებს გაფართოების გეგმებს დიდ ბრიტანეთსა და მთელ კონტინენტზე.
Katya Dorofejeva-ს (აღმასრულებელი დირექტორი) მიერ დაფუძნებული Kapaga გთავაზობთ გადახდის სერვისს, რომელიც უზრუნველყოფს მორგებული ბიზნეს ანგარიშებს დიდ ბრიტანეთში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, კომპლექსური კორპორატიული სტრუქტურების გამარტივებას, ანგარიშების კონსოლიდაციას ერთ მრავალსაბანკო პლატფორმაში, უზრუნველყოფს კონკურენტულ სავალუტო განაკვეთებს და ანგარიშების მართვას. კომპანიის Cloud არქიტექტურა სთავაზობს კომპანიებს გამჭვირვალობას ტრანსსასაზღვრო გადახდების გამარტივებაში, რაც მათ საშუალებას აძლევს გაგზავნონ და გადაიხადონ თანხა 190+ ქვეყანაში.
აღმასრულებელი დირექტორის კოს სტისკინის ხელმძღვანელობით კი Finom უზრუნველყოფს ფინანსურ პლატფორმას, რომელიც ამჟამად უზრუნველყოფს ფინანსურ მომსახურებას საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში. მომსახურება მოიცავს დათარიღებულ გადახდებს, ელექტრონულ ინვოისს, ბიზნესს და ხარჯების მართვას.