in

მუსიკალური ტექნოლოგიის პლატფორმა Orfium-მა, ლონდონში შექმნილი აუდიო მასალების ამომცნობი პლატფორმის პროვაიდერი კომპანია Soundmouse შეიძინა

Orfium – ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა მუსიკალური ტექნოლოგიის პლატფორმამ, ლონდონში შექმნილი აუდიო მასალების ამომცნობი პლატფორმის პროვაიდერი კომპანია Soundmouse შეიძინა.

2000 წელს დაარსებული Soundmouse აკავშირებს ანგარიშგების პროცესში ყველა დაინტერესებულ მხარეს: მაუწყებლებს, პროგრამის შემქმნელებს, ლეიბლებს, გამომცემლებს და მუსიკის შემქმნელებს. ის მუშაობს მსხვილ მაუწყებლებზე, მედია კომპანიებსა და სტრიმინგ პლატფორმებზე. Soundmouse-ს ჰყავს თითქმის 400-კაციანი გუნდი, რომელსაც აქვს ოფისები ლონდონში, ბულგარეთში, სეულში, შრი-ლანკაში, ტაიპეისა და ტოკიოში.

რაც შეეხება, Orfium-ს იგი არის გლობალური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფის, მონაცემთა და ლიცენზირების გადაწყვეტილებებს გასართობ ინდუსტრიაში ოფისებით მალიბუში, ათენში, ლონდონსა და ტოკიოში. კომპანია გთავაზობთ გადაწყვეტილებებს გასართობი ინდუსტრიის ყველაზე რთულ პრობლემებზე მუსიკის, შინაარსისა და უფლებების მენეჯმენტის შესახებ. კლიენტებს შორის არიან მსოფლიოს წამყვანი ჩამწერი ლეიბლები, პროდიუსერული მუსიკალური კომპანიები და DSP.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote