Virgio – ინდოეთში დაფუძნებულმა მოდის ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Series A რაუნდში $37 მლნ დოლარის დაფინანსება მოაგროვა.
რაუნდს ხელმძღვანელობდნენ Prosus Ventures, Accel და Alpha Wave.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები საკუთარი ტექნოლოგიის განვითარებისთვის.
კომპანია Virgio ქმნის მოდის ტექნოლოგიურ პლატფორმას, რომელიც დიზაინერებს საშუალებას მისცემს რეალურ დროში მიიღონ მომხმარებლის პრეფერენციები. იგი ასევე ითვალისწინებს საწარომოების ტექნოლოგიურ ქსელს, რომელიც დიზაინერებს საშუალებას აძლევს სწრაფად შექმნან პროტოტიპები, მიიღონ მომხმარებელთა გამოხმაურება და გაზარდონ წარმოება. აპლიკაცია გამოიყენებს მობილური აპლიკაციების უახლეს ტექნოლოგიებს, რათა წარმოაჩინოს ტენდენციები და სტილები ინტერაქტიულ რეჟიმში.