in

მზის პანელების მწარმოებელმა კომპანია Sun King-მა, Series D რაუნდში $70 მლნ დოლარის დაფინანსება შეაგროვა

Sun King – მზის პანელების მიმწოდებელმა კომპანიამ, რომელიც აფრიკასა და აზის რეგიონებს ელექტროფიკაციით უზრუნველყოფს, Series D რაუნდში $70 მლნ დოლარის დაფინანსება შეაგროვა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები, რათა მზის ენერგია ხელმისაწვდომი გახდეს მომხმარებლებისთვის აფრიკისა და აზიის მასშტაბით.

2007 წელს დაარსებული Sun King არის მზის პანელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ენერგიით 1.8 მილიარდ მომხმარებელს მთელს აფრიკასა და აზიაში, რომლებსაც არ აქვთ წვდომა საიმედო ელექტროენერგიაზე. დღეს Sun King ახორციელებს მზის დისტრიბუციის დიდ ქსელს, რომელიც პირდაპირ მომხმარებელზეა განკუთვნილი. კენიაში, სადაც Sun King ოპერირებს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანიდან ერთზე მეტი იყენებს Sun King-ს.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote