რამდენიმე დღის წინ ილონ მასკმა ხელოვნური ინტელექტის Grok-ის გაშვების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მისი თქმით, აღნიშნულ მოდელი ხელმისაწვდომი იქნება X Premium+ აბონენტებისთვის.
მასკის განცხადებით, ახალი xAI მოდელი თავის კონკურენტებზე უკეთესია რამდენიმე მნიშვნელოვანი თვალსაზრისით: Grok იმუშავებს როგორც ჩატბოტი და ასევე უნდა გახდეს OpenAI-ის ChatGPT-ის ან Google-ის Bard-ის კონკურენტი.
მასკის თქმით, Grok-ი ყველა X Premium+ აბონენტისთვის თვეში 16 დოლარად იქნება ხელმისაწვდომი.
კომპანია xAI-მ განაცხადა, რომ Grok არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც „გალაქტიკაში ავტოსტოპის მოგზაურობის“ საფუძველზე შეიქმნა. მას შეუძლია უპასუხოს თითქმის ნებისმიერ კითხვას.
შეგახსენებთ, რომ SpaceX-ისა და Tesla-ს მფლობელმა ილონ მასკმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ხელოვნური ინტელექტის (AI) და მისი შესაძლო გავლენის შესახებ კაცობრიობის მომავალზე. მან ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ წამოჭრა ეს საკითხი და AI უწოდა რისკი კაცობრიობისთვის.