Norby – ბრუკლინში დაფუძნებულმა მარკეტინგული პლატფორმის პროვაიდერმა, $3,8 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები, რათა გააფართოვოს მათი ინსტრუმენტების ნაკრები ახალი თაობის აუდიტორიის მართვის პლატფორმაზე.
2020 წელს დაარსებული კომპანია Norby უზრუნველყოფს მარკეტინგულ პლატფორმას კომპენიებისთვის, რომელიც აერთიანებს SMS-ს, საინფორმაციო ბიულეტენებს, ბმულების თვალყურის დევნებას, რეფერალებს, CRM-ს და სხვა. 2020 წლის ბოლოს დაარსებულმა კომპანიამ მოაწერა ხელი ასობით მომხმარებელთან, მათ შორის Sad Girls Club, EVRYMAN, The Future Party, Shop Latinx, Bulletin, Allbodies, Jess Tran, Shanika Hillocks და Dr. Joy Harden Bradford.