in

მალე საქართველოში ოფისს აუცილებლად გავხსნით და ინვესტიციებსაც განვახორციელებთ – Binance

30 ნოემბერს საქართველოში Binance Community Meetup გაიმართა, რომლის მთავარი სტუმარიც კომპანია Binance-ის CEO – ჩანგპენგ ჟაო გახლდათ.

Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი ჟურნალისტებს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ესაუბრა. ადგილობრივი და მსხვილი საერთაშორისო გამოცემების, მათ შორის Forbes-ის, Bloomberg-ის და სხვების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა დაესვათ CZ-ს შეკითხვები.

საქართველოში Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილაცს შეხვდა. კერძოდ, განიხილეს ბაზრისთვის მეტი მარეგულირებელი სიცხადის აუცილებლობა. სამომავლოდ, კომპანია გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ყოფნის დონე ქვეყანაში. გარდა ამისა, იგეგმება ადგილობრივი ბლოკჩეინის ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების სექტორში ინვესტირება, საქართველოში საგანმანათლებლო პროგრამების დაწყება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაწილეობით. მთავრობამ უკვე გამოთქვა სურვილი „დიდი მხარდაჭერა გაუწიოს“ Binance-ის ინიციატივებს.

საქართველოსა და Binance-ის განვითარების გეგმების შესახებ:

„საქართველოში ოფისი აუცილებლად გვექნება. ადგილობრივ Binance-ის გუნდში უკვე ორი ადამიანი მუშაობს და როგორც ჩანს, ჩვენი ქართული ოფისი ძალიან სწრაფად გაიზრდება. მაგალითად, ერთი წლის წინ წავედით დუბაიში და იმ დროს ადგილობრივ გუნდშიც ორი ადამიანი გვყავდა. ახლა დუბაიში 600 ადამიანი გვყავს. მსგავსი ტემპის იმედი გვაქვს საქართველოშიც“.

ჩანგპენგ ჟაო

What do you think?