Foresight Ventures – სინგაპურში დაფუძნებულმა კრიპტოფონდმა, $10 მილიონი დოლარის ინკუბატორული პროგრამა წამოიწყო, რომელიც გამიზნული იქნება Web3 სტარტაპებისთვის.
Foresight X არის ღია პლატფორმა, რომელიც თანამშრომლობს სხვადასხვა ინდუსტრიის შემქმნელებთან. ინკუბატორმა ასევე ითანამშრომლა ადრეული ეტაპის ინვესტორებთან და ინკუბატორებთან, როგორიცაა Hack VC, ინფრასტრუქტურის ინსტრუმენტები, როგორიცაა Dune Analytics და Bitkeep, დეველოპერული საზოგადოებები, როგორიცაა Tintin და სხვა.
არსებობს სამი ძირითადი ერთობლივი პროგრამა, მათ შორის:
- Foresight X ინკუბატორი, 8 კვირიანი პროგრამა, რომელიც შეარჩევს 30 კომპანიას 50,000-200,000 აშშ დოლარის ინვესტიციისთვის, ექსკლუზიურ მარკეტინგულ პაკეტთან ერთად.
- Foresight X Ecosystem Grants, უსასრულო საპრიზო ფონდი, რომელიც ეძღვნება $5,000 – $10,000 გრანტებს ყოველი შერჩეული განაცხადისთვის.
- Foresight X Research Grant, შეუზღუდავი საპრიზო ფონდი ამბიციური მეცნიერებისთვის, რათა მუდმივად დააჯილდოვოს კვლევა ბლოკჩეინის სივრცეში.
- Foresight X მიიღებს გრანტის განმცხადებლებს Web3 სივრციდან განვითარების ყველა ეტაპზე. განაცხადის პროცესი 2022 წლის ბოლოს დაიწყება.